02:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

სიახლეები

რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ  იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები

 

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ სოფელ ნახედურში იყო რამდენიმე ეტაპიანი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მას შემდეგ, რაც ვერც ერთ ჯერზე ვერ მოახერხეს ამ პროვოკაციაში ჩაერთოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე, მათ შორის ხელკეტებითა და ქვებით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტს მოჰყვება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

„ჩვენ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მისებს, რომლებიც არიან დამკვირვებლებიც წინასაარჩევნო პროცესში, რათა მოხდეს მსგავსი საკითხების შეფასება.  ჩვენ მათ აუცილებლად მივაწვდით ამ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას. ჩვენ ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად იმისია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები  სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს, იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

რატი იონათამიშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, ოპოზიციას არ აქვს არანაირი პროაქტიური თემა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ საზოგადოების წინაშე წარსდგნენ   და ისაუბრონ.

„ერთადერთი გზა, რაც გონიათ და თვლიან, რომ შედეგის მომტანი იქნება მათთვის, არის პროვოკაცია, ძალადობის წახალისება, მაგრამ ჩვენის მხრიდან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი დაემუქრება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებზე დავიცავთ დემოკრატიულობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტს“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი