20:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით
რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები

სიახლეები

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით. კერძოდ, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატი 2012 წლიდან იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2014 წლიდან არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, 2018 წლიდან ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს, ხოლო 2019 წლიდან ვენეციის კომისიის წევრი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე სხვადასხვა დროს ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი), სოხუმის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში.

ამასთან, კომიტეტი პოზიტიურად აფასებს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს აქვს ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსა და გაერო-ს კომიტეტების წინაშე საქმისწარმოების ფარგლებში.

კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე არა მხოლოდ აკმაყოფილებს ჰააგის სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტი) კანდიდატებისთვის წარდგენილ მოთხოვნებს, არამედ მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება.

კომიტეტი, აგრეთვე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატს აქვს საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციის შიგნით კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული გამოცდილებისა და გასაუბრების დროს ნაჩვენები კომპეტენციის საფუძელზე, კომიტეტმა დაასკვნა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი