01:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა
ირაკლი კობახიძე გარეჯის თემაზე: ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო

სიახლეები

ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელებს სიტყვით მიმართა

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა.

კომიტეტის რიგით 55-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მის თემას 

COVID-19 ბრძოლაში ხელისუფლების როლი და სოციალური ასპექტები წარმოადგენდა.

ზაზა გაბუნიამ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს COVID - 19 ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითზე.

''პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების როლი იყო და არის საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ამავდროულად, ამავე დროს უმთავრეს ამოცანად ქვეყნის ეკონომიკისათვის ზრუნვა, მისი დაცვა იმ რისკებისგან, რასაც პანდემია ქმნის. საქართველოს ხელისუფლებამ ამას კარგად გაართვა თავი და როგორც ვნახეთ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ხელისუფლების მიერ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა წარმატებულ მაგალითად შეფასდა''.

ზაზა გაბუნიამ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც პანდემიის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაიდგა მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის, მეწარმეების დახმარებისა და ეკონომიკის ხელშეწყობისათვის.

შეხვედრის დასასრულს კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს და დაამტკიცეს შესაბამისი რეკომენდაციები და ანგარიში.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი