სიახლეები
დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს.
„მინდა, ყველა პატარას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება, განსაკუთრებით კი N93 და N102 ბაღების აღსაზრდელებს, რადგან მათ სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ადაპტირებულ გარემოში მოუწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. მართალია, პანდემიის გამო, ბავშვების მიღება განსხვავებული წესებითა და ფორმატით გვიწევს, მაგრამ ეს უპირველესყოვლისა, სწორედ ჩვენი პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
N102 და N93 საბავშვო ბაღების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულებები ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად; დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები; ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და თანამედროვე სათამაშო სივრცეები.
დედაქალაქში ამჟამად, 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მსგავსი სიახლეები

3 მარ 2020განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

23 იან 2020განათლება
პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი - „ინკუნაბულა“ განახორციელა

25 დეკ 2019განათლება
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...