02:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო
დიდ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის თეატრის დასს შეხვდნენ

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდნენ.

„ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. აქ მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ეს არის ევროპული სტანდარტების მქონე დაწესებულება. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეალურად შეძლებს ჩვენი წარსულის და მომავლის დაკავშირებას, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას, ახალ თაობას აქვს დიდი ინტერესი ხელოვნების მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხელშეწყობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს მათთვის.

„თეატრის დასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, მივულოცეთ ახლადრეაბილიტირებული  შენობა და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვეთ. გავაცანით ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ, მმართველ გუნდთან ერთად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ. მინდა ამ უნიკალური პროექტისთვის მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფონდმა „ქართუმ“ თეატრის რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარი გამოყო, სამუშაოებზე დასაქმდა 120 ადამიანი. თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.

თეატრი 1961 წელს აშენდა და მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს. ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი