01:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს კანონის საქმეა
თბილისის N156 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე რაგბის პირველი მოედანი გაიხსნა

სიახლეები

კახა კალაძე: მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე, რაც გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ  მდგომარეობას

 

მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური  ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა,  პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა პროექტის სახით, ასევე, შეჩერდა მწვანე სივრცეების ხარჯზე განაშენიანება.

„ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ: სკვერებისა და პარკების მოწყობა, განახლება და რეაბილიტაცია, ასევე,  დაგეგმილი გვაქვს ახალი, საქალაქო პარკების მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი შეიძლება მოსწონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობებიც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს“ მიმდინარე პროექტს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში 700 ჰექტარი გამწვანდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, ხოლო სამხრეთით ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტირება მოხდება, გარდა ამისა, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება. ამ ყველაფრისთვის, როგორც ქალაქის მერმა და რიგითმა მოქალაქემ, მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობის და მიმდებარე ტერიტორიების ტყე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, არის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პროექტის მიზანია არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, მისი ლაბორატორიები და სპეციალისტები.

პრეზენტაციას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა  მთაწმინდის ფერდობზე, სიმბოლურად, ნერგები დარგეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი