02:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის კომენტარი კუბილიუსის განცხადებაზე
კახა კალაძე: მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე, რაც გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას

სიახლეები

ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე:  ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს კანონის საქმეა

 

„მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და არ სჭირდება დამატებითი ხაზგასმა ამასთან დაკავშირებით.   აქ არის სახელმწიფოებრიობის საკითხი, როდესაც კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ ორგანოს, რომ  თუკი აღმოჩნდება ახალი გარემოება, ამ გარემოების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ამიტომ, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს არის კანონის საქმე,  კანონმა უნდა განსაზღვროს  ვის მიუძღვის ბრალი, როგორ მიუძღვის და ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემამ“, - განაცხადა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯის თემის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი საქციელი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა.

„„ქართული ოცნების“ გუნდი მაქსიმალური დიპლომატიით, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და ეკიდება ამ თემას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის და ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას ვერავინ, ვერც ერთ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ანრო ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების -„ნაციონალურ მოძრაობის“ და მის სატელიტების გააქტიურება და მათ მიერ საკითხის პოლიტიზირება კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს,  რომ რაღაც ძალიან დიდი გაქვთ დაშავებული.

„ეს ადამიანები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს კონკრეტულ ბრალდებულებს ეფარებიან და  სინამდვილეში, მათი ასეთი აჟიტირებით ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან და ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და საზოგადოებაში აჩენენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ ასეთი აჟიტირებით და პოლიტიზირებით, ამ სახელმწიფოებრივი თემით, მათ რაღაც თავისი ვიწრო პარტიულის გადაფარვა სურთ და ამიტომ არიან თავდაცვის მდგომარეობაში“, - აღნიშნა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი