02:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას
ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა

სიახლეები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება COVID 19-ის  შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ COVID 19-ის შესახებ  ევროპის საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ქარტიის მიზანია შეიქმნას სპეციალური რეგულაციები, რომელიც COVID 19 პანდემიის პირობებში ევროპაში სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად აღდგენას გულისხმობს.

ქარტიის ფარგლებში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საავიაციო სექტორისთვის დამატებითი ოპერატიული სახელმძღვანელო გამოსცა. COVID 19-ის საავიაციო ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლში აისახა ის რეკომენდაციები და გაიდლაინები, რომელიც აეროპორტებმა, ავიაკომპანიებმა და ეროვნულმა საავიაციო ხელისუფლებებმა მგზავრების, ეკიპაჟისა და თანამშრომლების უსაფრთხო ოპერირებისთვის უნდა გაითვალისწინონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას - აეროპორტების თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

ქარტიის ხელმომწერი აეროპორტები და ავიაკომპანიები ვალდებულებას იღებენ დაიცვან COVID 19-ის პირობებში ფრენების უსაფრთხოება, ასევე უკუკავშირი მოახდინონ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA).

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი