02:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება COVID 19-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტში  მაკროეკონომიკური პარამეტრები  იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი  კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას

„2021 წლის ბიუჯეტში  მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი  კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის  პირველადი ვერსია განიხილეს.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ  ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია,  ინფლაცია 3 %ია,

„ბიუჯეტის დეფიციტი 5.2 %-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და ვიფიქროთ მის შემცირებაზე“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში, ეს ციფრი როგორც სხვა დანარჩენი დიდი ალბათობით შეიცვლება,  მომავალ წელს  17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება.  2021 წლისთვის  საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. ანუ წლევანდელთან შედარებით  1.1 მილიარდი ლარით მეტი“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან  დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.  დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი