22:10 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო ჩხრეკის გამოუძიებლობისა და არასამართლიანი სასამართლო განხილვის გამო ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან შეხვედრებს მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან შეხვედრებს მართავს. პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ონლაინ-კონფერენციის ფორმატში შეხვდა, ხელისუფლების და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

არჩილ თალაკვაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის: “მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენი დამსახურება ქვეყნის წინაშე წარმოუდგენლად დიდია, რადგან საქართველოს მთელს მსოფლიოს აცნობთ, ეკონომიკურად ეხმარებით აქ მყოფ ოჯახებს და რაც მთავარია, თქვენს შვილებს საქართველოს სიყვარულით ზრდით და სამშობლოსთან კავშირს უნარჩუნებთ. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი საერთო ძალისხმევით, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი, ზრუნვა ადამიანზე. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად” - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრები მონაწილეობენ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი