20:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის წევრი მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

“ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დამსახურება დიდია და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ  საქართველოს საზღვარგარეთ საუკეთესო სახით წარმოადგენთ. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია. საქართველო მზად არის თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად არსებითად პროპორციული სისტემით, ჩვენი გუნდი კი - ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად” - განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი