05:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

სიახლეები

კახა კალაძე: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას

 

 

„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ამათთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტადიონის გახსნის ღონისძიება სხვანაირად იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა. 

„როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყოფილი ფეხბურთელი, მინდა, შევუერთდე ამ მილოცვებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში, ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი გულშემატკივარი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც სტადიონი დაანგრიეს. ამ წლების განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ის ოდესმე გაკეთდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის, რაც გაკეთდა, ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და ეს ყველაფერი მისასალმებელია. მინდა, ბათუმის დინამოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც მოუწევს ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაში, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირობა ბათუმელებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ბათუმის ბულვარში არსებული სტადიონის დანგრევის შემდეგ, ქალაქში მსგავსი მასშტაბის  სტადიონი აღარ აშენებულა. მოედნის არარსებობის გამო, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ ვარჯიშების და შეჯიბრებების ჩატარება ძალიან რთულ პირობებში უწევდა.

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. პროექტის განხორციელების პერიოდში  ჯამში 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების და გახმოვანების სისტემებით აღიჭურვა. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ჩატარებული მატჩების შესაბამისად, სხვადასხვა ფერით  განათდება.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა სპორტული აქტივობებისა, აქ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...