სიახლეები
თბილისის მერმა მოქალაქეებს საზოაგდოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.
„გუშინ, ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1489 მგზავრი შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქებს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე მიკროავტობუსში. გამოვლინდა 3 ფეხზე დგომით მგზავრობის შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ.
„მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბდის ტარებისკენ. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან არის პირბადის ტარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
