სიახლეები
არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითადი თემა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც ეუთო/ოდირი-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ, შეფასდა, როგორც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული და კონკურენტული არჩევნები. აღინიშნა, რომ მიუხედავად კოვიდ19-ის პანდემიისა, მოქალაქეთა აქტივობა არჩევნებში მაღალი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არაერთი პოზიტიური სიახლე უზრუნველყო, როგორიცაა პროპორციული მანდატების თანაფარდობის გაზრდა, მრავალპარტიულობა და ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

