21:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს უმსხვილესი კომპანიები
არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერთან, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგასთან, საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერ, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემატიკაზე. კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ლეტიცია სენ-პოლიმ კახაბერ კუჭავასა და მის პოლიტიკურ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

ონლაინ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ მოცემულობას კოვიდ ინფექცია კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ კლინიკებში სამედიცინო დახმარების მიღებისა და მკურნალობის საშუალება არ ეძლევათ.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ. 

კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ის გადამწყვეტი როლი, რომელსაც თამაშობს საფრანგეთის მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა.

შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სამომავლოდ ორმხრივი შეხვედრების და სამუშაო ვიზიტების გამართვა გაგრძელდება. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისა და მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროპელ კოლეგებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელება და კონკრეტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი