21:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სსფ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადამწყვეტი ზომები მიიღო
საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

სიახლეები

თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში - ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები  მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების  დაცვას ემსახურება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.  

„ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები   თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გააკონტროლოს საზოგადოებრივ  ტრანსპორტში აღნიშნული რეგულაციების დაცვის პროცესი. ყველაზე დატვირთულ ადგილებში მიმდინარეობს მგზავრთა ნაკადების მართვა, შესაბამისად, თქვენ შეგხვდებათ ე.წ. რიგის ბარიერები, რომელიც მგზავრთა რიგის მართვისა და კონკრეტულ სადგურებში ადამიანების დიდი რაოდენობით  კონცენტრაციისგან პრევენციის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, ხშირია, ავტობუსებში ადამიანების პირბადეების გარეშე გადაადგილების შემთხვევები, რის გამოც მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანების გაფრთხილება და  დაჯარიმება უწევთ. ამავე მიზეზით ავტობუსებიც აგვიანებენ გასვლას. მოვუწოდებ მოქალაქეებს,  მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილი წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.  

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი