სიახლეები
„ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა საქართველოში "იტალიური სცენარი"მივიღოთ“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, ხოლო უპასუხისმგებლო ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს სამსხვერპლოზე უშვებს.
„ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს,თანაც იმ დროს,როცა საქართვ ელო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს მისი გავრცელების მეორე ტალღის პიკურ ფაზაში ებრძვის.
საკოორდინაციო საბჭო ცდილობს მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს,რომელიც, პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზს წარმოადგენს.მობილიზება უკეთდება სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს,არა მომუშავე მედპერსონალს,რომ დაეხმარონ მოქმედ ექიმებს პაციენტების მართვაში.პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს,ზიანის გარეშე დაიცვას წესრიგი.მობილიზება უკეთდება ქვეყანაში მარაგებს.აქტიური კომუნიკაციაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსების მოსაზიდად.მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო ვაქცინის უსწრაფეს შემოტანაზე ქვეყანაში.უპასუხისმგებლო ოპოზიცია კი დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით სამსხვერპლოზე უშვებს საკუთარ მომხრეებს,რომლებიც რამოდენიმე დღეში საკუთარი თავის და უმრავლესობის ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ წარმოჩინდება.მათი უსაფუძვლო მოთხოვნა კი,ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე,მითუმეტეს, პანდემიის გამწვავების ფაზაში,შესაძლოა"იტალიური სცენარის"საფუძველი გახდეს.ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს.“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ეს რომ თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა ქუჩის პროცესების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანა და ადეკვატური შეზღუდვების შემოღება.
„ეს რომ თავიდან ავიცილოთ,საჭიროა ქუჩიდან პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანა.ქვეყნის ბედი და ხვალინდელი დღე არ შეიძლება "დისკოთეკაზე"წყდებოდეს.
საჭიროა ადეკვატური შეზღუდვების შემოღება,რასაც ამ რთულ პერიოდში ქვეყნების უმრავლესობა მიმართავს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და წესრიგი.წინააღმდეგ შემთხვევაში,პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად,შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს“,-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
