სიახლეები

დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და მხოლოდ 11 არის მესამე, დამამათავრებელ სტადიაზე. ვაქცინის შექმნიდან მის მასობრივ გამოყენებამდე ვაქცინამ უნდა გაიაროს რამოდენიმე ეტაპი. კერძოდ, წინა კლინიკური, ფაზა 1, ფაზა 2, და ფაზა 3. წინა-კლინიკურ სტადიაში ტესტირება ხდება ცხოველებზე, ფაზა 1 მოიცავს ადამიანთა მცირე ჯგუფზე ტესტირებას, ფაზა 2-ის დროს ტესტირებას გადის ასეულობით ადამიანი, ხოლო მესამე ფაზაში ათასობით ადამიანზე ხდება ტესტირება. მესამე ფაზის დროს მკვლევარები ასევე გამოიყენებენ პლაციბოს. სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ვაქცინის მწარმოებელს შეუძლია მიმართოს შესაბამისი ქვეყნის წამლების სააგენტოს ვაქცინის რეგისტრაციის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინებს ჩვეულებრივ სჭირდებათ წლების განმავლობაში ტესტირება და დამატებითი დრო მასშტაბური წარმოებისთვის. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ უკვე დეკემბრის თვეში შესაძლოა მოხერხდეს პირველი ვაქცინის რეგისტრაცია და მისი მოსახლეობისათვის მიწოდება. თუმცა საკმარისი ოდენობით ვაქცინის წარმოებას და შემდეგ მის მოსახლეობაზე მიწოდებას კიდევ რამოდენიმე დრო დასჭირდება.
მსგავსი სიახლეები

18 იან 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

4 იან 2021კვირის გრაფიკი
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
