21:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)
ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ.

სიახლეები

მსოფლიოში მოგზაურობის, დუთი ფრისა და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე  ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

 

მსოფლიოში მოგზაურობის, დუთი ფრისა და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე  ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ სულ მალე ქუთაისს განახლებული, 30 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერმინალი ექნება, რომლის Duty Free მაღაზიის ტენდერზე მალე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. TR Business-თან, რომელიც სიახლეებს ძირითადად აეროპორტების არასაავიაციო კომერციულ ობიექტებზე წერს, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.

გამოცემასთან თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კომერციული ფართები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ სამჯერ გაიზრდება.

,,ქუთაისის აეროპორტის გაფართოება საშუალებას იძლევა კომერციული ფართები აეროპორტში 1000 კვ.მეტრით გაიზარდოს და განახლებულ ტერმინალში კომერციული დანიშნულების ობიექტებმა ჯამში 1300 კვ მეტრი ფართობი დაიკავოს. ახალი ტერმინალი 25 ათას კვ. მეტრამდე იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს მგზავრებს სხვადასხვა სახის პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. აეროპორტის მოგზაურებისთვის მრავალმხრივი არჩევანის საშუალების მიცემის გარდა, ჩვენ ასევე ბიზნესებს შორის სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი გვაქვს. ეს კი პროდუქტებისა და სერვისების მაღალხარისხიანი და მისაღები ფასების გარანტიას ქმნის,-‘’აცხადებს გამოცემასთან თამარ არჩუაძე.

TR Business წერს, რომ ონლაინ აუქციონებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ძირითადად კომერციული ვაჭრობისთვის ატარებს. კომპანია პარტნიორებთან მიმართებაში საკმაოდ მოქნილია, მითუმეტეს ახლა, COVID 19-ის გავლენის პირობებში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორინეტირებული ჰაბია და ძირითადად ევროპულ წამყვან ლოუ ქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70  პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი