01:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა), 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება
ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

სიახლეები

გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი,  ეუთოს  მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი  ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოსვლაში, გიგი წერეთელმა ისაუბრა პანდემიის პირობებში საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე, არსებულ სირთულეებზე,  რეგიონალური კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების, დემოკრატიული არჩევნებისა და ადამიანის  ფუნდამენტური უფლებების კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-მ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალით  დაეხმაროს  უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას მსოფლიოში.

„იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები  ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან,  ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ  ახალი სირთულეების  დასაძლევად”, - განაცხადა წერეთელმა.

მან  სინანული გამოთქვა  გამო, რომ ეუთო-ს სივრცეში   კვლავ დიდია  დაყოფა და  დაპირისპირება. ცალკეული ქვეყნები კი არ ასრულებენ ვალდებულებებს და არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპებს.

„მთიანი ყარაბაღის გამო ომი, კონფლიქტების მშვიდობიანი  მოგვარების გადაუდებელი აუცილებლობის მტკივნეული შეხსენებაა. ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზული მოლაპარაკებების საშუალებას მოგვცემს და  საბოლოო შედეგი   ხანგრძლივი მშვიდობა იქნება”- აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საჭიროა  ზემოქმედება  ეუთო-ს რეგიონში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც. უკრაინასა და საქართველოში შეთანხმებების შესასრულებლად და გონივრული გადაწყვეტილებებისათვის აუცილებელია მოლაპარაკებები   უმაღლეს დონეზე წარიმართოს.

„ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად  მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.   ღრმა შეშფოთებას იწვევს, სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მხრიდან  სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე მოხსენებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები  ევროკავშირის, აშშ,  გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის ელჩებმა გააკეთეს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი