00:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ხელფასების უთანასწორობა საქართველოს რეგიონებში
კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

რომან კაკულია: „დღეს არის შესაძლებლობა რეალური ნაბიჯები გადაიდგას,როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი ურთიერთიბების  გაღრმავებისათვის

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია მიმართავს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ და აცხადებს, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით.

„რეგიონის უახლოესი გამოწვევები იძლევა საშუალებას რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და თანაც ეს ნაბიჯები გადაიდგას სწორედ ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯების გადადგმა ერთპარტიული პარლამენტის ფონზე ძნელი ასახსნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში, იმიტომ რომ ასეთი შანსი ქვეყანას შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეს.

ამიტომ  ვთხოვ ყველას ასეთი კუთხითაც შეხედოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რადგან, რეალურად რომც წარმოვიდგინოთ,  ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგება ის შედეგი, რისი პრეტენზიაც აქვს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა როგორი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ამ შემადგენლობით და არა მგონია, ასეთი არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

პარლამენტში ერთი-ორი ადამიანით მეტის  წარმოდგენის შესაძლებლობა და ის დიდი შესაძლებლობა, რაც ქვეყანას აქვს, ერთმანეთისადმი არავითარ შემთხვევაში თანაწონადი მოცემულობა არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინოს“, - აცხადებს რომან კაკულია.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი