სიახლეები
საქართველოს პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა. ნაძვის ხე თბილისის მერმა აანთო. ღონისძიების მსვლელობისას კახა კალაძემ თანამოქალაქეებს პირდაპირი ეთერით მიმართა და აღნიშნა, რომ პადემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს, წინასაახალწლო და საახალწლო ღონისძიებების ფორმატი განსხვავებულია, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი და დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. მისივე თქმით, დედაქალაქის წლევანდელი სლოგანია „თბილისი - სოლიდარობის ქალაქი“.
„მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებთ თვალს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს. სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს აქცევს დღესასწაულად. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩემო პატარებო, ალბათ იცით ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მივულოცო მთელ საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ - ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

