21:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა
არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

სიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, X მოწვევის პარლამენტში, პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კომიტეტის წევრებს მიესალმა და საპარლამენტო გუნდს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე კომიტეტის წევრებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსურს მოგილოცოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა. დარწმუნებული ვარ საინტერესო და ნაყოფიერო საკანონმდებლო პროცესი მოგველის წინ. კომიტეტი იქნება აქტიური მონაწილე მნიშვნელოვანი ინიციატივების და ჩვენი გუნდი,  დემოკრატიული განვითარების ფარგლებში, გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კოლეგებს დავით მათიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის კვოტით კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, რატი იონათამიშვილის კანდიდატურა დასახელდა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციისთვის განკუთვნილ მოადგილის კვოტაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები საპარლამენტო ცხოვრებას შემოუერთდებიან და მათთვის განკუთვნილ საპარლამენტო თანამდებობებს დაიკავებენ.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დებულების პროექტი დაამტკიცეს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...