01:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

სიახლეები

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც საქართველოს COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება.

საქართველოს ხელისუფლებამ მართებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მკვეთრი შენელების ფონზე შოკის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა და სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და COVID-19 შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად.

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR79 მილიონი (დაახლოებით $113.9 მილიონი დოლარი), რაც საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები SDR406 მილიონი (დაახლოებით $585.4 მილიონ დოლარი) იქნება.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას ბატონმა ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა შემდეგი:

COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს. რისკები დიდია და, მეტწილად, ნეგატიური.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3-პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.


პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას. 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს. ხელისუფლების მიერ იმ ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარეობს, ხელს შეუწყობს ვალის მდგრადობას. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გეგმა საჯარო სექტორის ეფექტურობას გააუმჯობესებს.

სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და COVID-19 შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად. ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესრულება დამაკმაყოფილებელია. "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" ხელისუფლებას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარა, რამაც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი