სიახლეები
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოებული (მოთხოვნასთან შედარებით), განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა წინასწარ თადარიგი დაიკავეს და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან შესყიდვებზე კონტრაქტები უკვე გააფორმეს. ასე მაგალითად, კანადამ 340 მილიონი ვაქცინის დადასტურებულ მიწოდებაზე კონტრაქტები უკვე გააფორმა. ეს რაოდენობა კანადის მოსახლეობის რაოდენობას თითქმის 10-ჯერ აღემატება. აშშ-მ დადასტურებულად 1.1 მილიარდი ერთეული ვაქცინის შესყიდვაზე გააფორმა კონტრაქტი (რაც მოსახლეობის 3.3-ჯერ აღემატება) და პოტენციურად კიდევ 1.5 მილიარდი ერთეული ვაქცინის შესყიდვა შეუძლია. როგორც ცნობილია ყოველი ზრდასრული ადამიანისთვის ვაქცინის 2 დოზის მიღება არის საჭირო, იმისათვის რომ მიღწეული იქნას დაცვის მაქსიმალური ეფექტურობა.
აღსანიშნავია, რომ ბევრმა დაბალ-განვითარებულმა ქვეყანამაც გააფორმა ვაქცინის მიწოდებაზე კონტრაქტი, მაგრამ უმრავლესობა მათგანისათვის მისაწოდებელი ვაქცინების რაოდენობა ვერ იქნება საკმარისი მათი მოსახლეობის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. ასე მაგალითად, უზბეკეთმა 35 მილიონი ერთეული ვაქცინის მოწოდებაზე გააფორმა კონტრაქტი რაც საკმარისი იქნება მისი მოსახლეობის ერთხელ ვაქცინაციისათვის.
მსგავსი სიახლეები

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

29 მარ 2021კვირის გრაფიკი
უცხოური ინვესტიციების დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

