სიახლეები
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ უსაფუძვლო და ბინძურ კამპანიას ახორციელებენ და ციხეებში კოვიდ ინფიცირებულ პატიმართა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
ალუდა ღუდუშაური: "ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე მისამართით ხორციელდება უსაფუძვლო, ბინძური შეტევა. ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფელირებული ადამიანების მიზანს წარმოადგენს ციხეებში იყოს რაც შეიძლება მეტი კოვიდ ინფიცირებული, რომ ამით პატიმრების ოჯახებში პანიკა დათესონ. პატიმრებზე ფარისევლური " ზრუნვით" დაკავდნენ იმ გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობით იყვნენ დაკავებულნი.
მინდა დავამშვიდო თითოეული პატიმარი და მისი ოჯახის წევრი, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და მიღებული უარყოფითი პასუხები ( ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია ) იძლევა საფუძველს, რომ პატიმრების ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ“.
მსგავსი სიახლეები

24 თებ 2021პოლიტიკა
კახა კალაძე: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
