11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

სიახლეები

მამუკა მდინარაძე: „გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას“

„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას  იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი. ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა,  ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო  თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი  და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით  იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების  და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში’, - ამის შესახებ  ფრქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან გნაცხადა.  

მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ  რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი  და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ,  გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა“ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა. „მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...