10:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო
მამუკა მდინარაძე: „გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას“

სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, წინა კვირას კომიტეტმა ასეთივე სამუშაო შეხვედრა მინისტრის მოადგილეებთან გამართა.

„დღევანდელ შეხვედრაზე როგორც გასული წლების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოვისმინეთ, ასევე სამომავლო ამოცანების შესახებ ვისაუბრეთ. დეტალურად განვიხილეთ, რას გეგმავს სამინისტრო, რა არის პრიორიტეტები და რაში უნდა გვქონდეს უფრო მეტი კოორდინაცია. ვისაუბრეთ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო და გადაჭარბებით შეასრულა გეგმა. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება რამდენია გადაჭარბება, მაგრამ ეს არის საკმაოდ სოლიდური“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, დაგეგმილია 2,4 მილიარდზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა დახარჯოს სამინისტრომ. მისი თქმით, კომიტეტი პერიოდულად მოისმენს ანგარიშებს, ამავდროულად, საპარლამენტო ზედამხედველობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„არის კიდევ ერთი თემა - დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება. ბუნებრივია, ეკონომიკურმა კრიზისმა აქაც შეიძლება შეიტანოს გარკვეული კორექტივები, თუმცა არა სტრატეგიის განხორციელების მიზნებში, არამედ ვადებში. ჩვენ სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რა შეიძლება იყოს კორექტივები, რომელიც რაღაც ნაწილს დააჩქარებს, ხოლო რაღაც ნაწილს, პირიქით, შეანელებს.

შეხვედრაზე შევეხეთ როგორც გლობალურ, ასევე დეტალურ თემებს, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაწყებული სკოლების, სტადიონების თუ მსგავსი მშენებლობებით, დამთავრებული მთლიანად საქართველოს განვითარების ზოგადი ხედვებით, მათ შორის, სივრცითი განვითარების ხედვით, რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცის დანახვას და რეგიონების განვითარებას, თუ რომელი რეგიონისთვის რა არის პრიორიტეტული, რა უნდა განვავითაროთ და ამაში მთელი გუნდის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი ინფორმაციით, მომდევნო კვირაში სამუშაო შეხვედრა იგეგმება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებაზე, რომელსაც პარლამენტის ის წევრები დაესწრებიან, რომლებიც ამავდროულად მთის ეროვნული საბჭოს წევრებიც არიან.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...