13:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
ნიკოლოზ სამხარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

სიახლეები

ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს,  დიეგო კოლასს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს  დიეგო კოლასს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის  თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და სხვა საკითხებზე.  კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

„საფრანგეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.  ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. ძალიან ღირებულია ის წვლილი, რომელიც საფრანგეთს შეაქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,   ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას.

ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ჩემგან ხაზი გაესვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ სახელმწიფომ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.  

საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც არა მხოლოდ ჩვენს მზაობას და სურვილს, არამედ ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობასაც ადასტურებს. საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი მტკიცედ დგას რეგიონში უსაფრთხოების და დასავლური ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.  აუცილებელია ნატო-ს მოკავშირეებმა დააჩქარონ ალიანსში საქართველოს გაწევრების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...