10:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო
კახა კალაძე: თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

სიახლეები

თბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა.

მსოფლიო ამ დღეს, კიბოს წინააღმდეგ ერთიანდება და მისი მიზანი, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, ყოველწლიურად, მილიონობით ლეტალური შემთხვევის თავიდან აცილებაა.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია - „მე ვარ და მე ვიქნები“. ამ დღის აღნიშნვის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს.  

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას.

გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისის მერია ამ მიმართულებით, რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ესენია - დაავადებათა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ხუთ კომპონენტს: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს  მართვის, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევას, ძუძუს კიბოს ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის გადანერგვის პროგრამები.

UICC 1933 წელს შეიქმნა და კიბოსთან ბრძოლის მართულებით, მსოფლიოში პირველი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 172 ქვეყნის 1 200 ორგანიზაცია-წევრს აერთიანებს. UICC არის City Cancer Challenge ფონდის დამაარსებელი, რომელთანაც 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და საქართველოს პაციენტთა კავშირმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, City Cancer Challenge თბილისის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გეგმის ძირითადი მიმართულებებია: კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, თანაბარი ხელმისაწვდომობა, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, ეროვნული სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...