11:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო წილოსანი: სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ სექტორის განვითარებისთვის
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო

სიახლეები

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ მასწავლებელზე საშუალოდ 9 მოსწავლე მოდის, რაც სიმცირის მიხედვით მეცხრე ადგილია მსოფლიოში. საქართველოს ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია ვიდრე სხვადასხვა რეგიონების საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, სუბ-საჰარულ აფრიკაში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ 41-ზე მეტი სტუდენტი მოდის, ხოლო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 14. ზოგადად კლასების ზომის სიმცირე სასიკეთოა და მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ. თუმცა ასეთი სისტემის ფინანსური შენახვის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო ხდება მასწავლებელთათვის უფრო დაბალი ხელფასის გადახდა. როგორც მონაცემები აჩვენებს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში საშუალოდ ერთ მასწავლებელზე 14-15 მოსწავლე მოდის და ამასთან ამ რეგიონებში განათლების დონე ძალიან მაღალ დონეზეა. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია იფიქროს კლასების ზომის ეტაპობრივად გაზრდაზე, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს რომ მასწავლებლი საშუალო ხელფასი გაზარდოს. მასწავლებელთათვის ხელფასის ზრდა კი პოზიტიურად აისახება სწაავლების ხარისხზე.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა

1 თებ 2021კვირის გრაფიკი

       იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ასაკოვანი ადამიანების წილი მოსახლეობაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვილიანობაც უფრო დიდია. კლინიკურად ცნობილია, რომ კოვიდის მაღალი...