სიახლეები
ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა და რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც ტყეზე ზემოქმედების შემცირებასთან, მათ შორის, ტყის კოდექსის ახალ მიმართულებასთან - სოციალური ჭრების ახალ ფორმატთან არის დაკავშირებული. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ტყის კოდექსის ეფექტიანად ამოქმედებისათვის და რომელთა შორისაა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი.
„ვისაუბრეთ ასევე ფიტოსანიტარიის გამოწვევებთან დაკავშირებით როგორც ქალაქებში, ასევე ზოგადად სატყეო უბნებში. ხაზგასმით აღინიშნა იმის აუცილებლობაც, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია იყოს მუნიციპალიტეტებსა და ტყის მართვის ორგანოს შორის. ყურადღება გამახვილდა ტყის მართვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წევრი ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი.
მსგავსი სიახლეები

24 თებ 2021პოლიტიკა
კახა კალაძე: დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
