13:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ

ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა და რომელშიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც ტყეზე ზემოქმედების შემცირებასთან, მათ შორის, ტყის კოდექსის ახალ მიმართულებასთან - სოციალური ჭრების ახალ ფორმატთან არის დაკავშირებული. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ტყის კოდექსის ეფექტიანად ამოქმედებისათვის და რომელთა შორისაა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი.

„ვისაუბრეთ ასევე ფიტოსანიტარიის გამოწვევებთან დაკავშირებით როგორც ქალაქებში, ასევე ზოგადად სატყეო უბნებში. ხაზგასმით აღინიშნა იმის აუცილებლობაც, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია იყოს მუნიციპალიტეტებსა და ტყის მართვის ორგანოს შორის. ყურადღება გამახვილდა ტყის მართვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წევრი ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...