13:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
ანრი ოხანაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

სიახლეები

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის ფერდთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.

პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

თქვენ იცით, რომ შექმნილია  სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც  24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც შემოგვიერთდებიან და როგორც აქამდე, ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.

მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე.

დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს.

პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს  საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი.

თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს.  რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს.  დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც  მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა  ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს.

ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...