13:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ, პარლამენტში ინიცირებული „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი  და თანმდევი ცვლილებები გააცნო.

პროექტი წარმოადგენს თვისობრივად ახალ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი დირექტივების შესრულებას, ასევე ხელს უწყობს არსებული, 1994 წლის კანონის ნაკლოვანებების აღმოფხვრას და სამეწარმეო სამართალში სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას.

ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რამდენადაც სამეწარმეო ურთიერთობის საკანონმდებლო მოწესრიგება წაახალისებს ქვეყანაში მეწარმეობას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საკითხის განხილვაში ჩართული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...