14:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

სიახლეები

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე (1.31 მილიარდი აშშ დოლარი) 53%-ით ნაკლებია. ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა, რომელმაც ძლიერ შეაფერხა მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობა.

            2020 წლის კვარტლებს შორის ყველაზე შესამჩნევია მეოთხე, რომლის დროსაც 467 მლნ დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა (-102 მლნ) 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. ბოლო 25 წლის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა, როდესაც საქართელოში შემოსული ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი (კვარტლის) უარყოფითი ყოფილიყო. უარყოფითი ინვესტიცია ნიშნავს, რომ იგი საქართველოდან გავიდა ინვესტორ ქვეყანაში. 2020 წელს ქვეყნიდან ჯამში სულ გავიდა 541 მლნ ოდენობის ინვესტიცია, ხოლო ყველაზე მეტი გავიდა ქვეყანა პანამიდან (-244 მლნ). საგულისხმოა 2020 წლის მსხვილი ინვესტორი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო (308 მლნ), ნიდერლანდები (172 მლნ) და თურქეთი (108 მლნ).

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?

15 მარ 2021კვირის გრაფიკი

      მსოფლიოს იმ 40 ქვეყანას შორის, რომლებიც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეულია. თუ არ ჩავთვლით მიკრო სახელმწიფოებს, საქართველო ტურიზმზე...