14:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ანრი ხანაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში

„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში - გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი მიულოცა და ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფერენდუმის შედეგი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანი იდეალებისთვის მებრძოლი ხალხის ნების გამოხატულება.

„30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმზე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო საზოგადოების ერთობის, აგრეთვე, თავისუფლების და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ნების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ასევე, ნიშანდობლივია და მსურს, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედგები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენი ურყევი და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი გახლდათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...