14:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
არჩილ თალაკვაძე: დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში

სიახლეები

ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის  პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.  

მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ბექა ოდიშარიამ ელჩს  დეტალურად გააცნო  არსებული სიტუაცია და  პოზიციები, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გუშინ მოლაპარაკების დასრულებისას  გაჟღერდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის მომავალი ურთიერთობების თაობაზე.

„ლატვიის ელჩთან ინგრიდა ლევრენცესთან დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს, რადგან ლატვიის მეგობრობის ჯგუფის გარდა საქართველოში ლატვიის საპატიო  კონსული ვარ 8 წელიწადია.  შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ის შესაძლებლობები, რისი რეალიზების პერსპექტივებიც არსებობს  ამ ფორმატში.

მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ის რთული დამოკიდებულება, რომლითაც გამოირჩევა ოპოზიცია ევროპული ინიციატივის მიმართ, გავაანალიზეთ ოპოზიციის ძალიან ხისტი დამოკიდებულება  იმ წითელი ხაზების მიმართ, რაზედაც ევროპელები   კონსტრუქციული კონსულტაციებისკენ მოგვიწოდებენ და რის დემონსტრირებასაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ლატვია არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი მეგობარი ევროკავშირში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...