23:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის
თბილისის მერია და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ

სიახლეები

                     Wizz  Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR  ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება.

 მაისიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.  ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

,,გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის  გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება,-‘’ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეგახსენებთ, საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით,  ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://keleiviams.nvsc.lt/en/form. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს. დეტალური ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...