04:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

სიახლეები

სახელმწიფო ვალი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

            საქართველოს მთლიანი ვალის წილის (მშპ-ში) ცვლილება 2019 და 2020 წლებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ვალის წილი მშპ-ში 2020 წელს 60.6% იყო, რაც 20 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (40.4%). აღნიშნული ცვლილება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (10%) ორჯერ აღემატება. ასევე საგულისხმოა, რომ 2020 წელს 190 ქვეყნიდან 170-ში დაფიქსირდა სახელმწიფო ვალის წილის (მშპ-ში) დადებითი ზრდა.

            აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ცვლილებები დაფიქსირებული არის: სურინამიში (73%), ვენესუელასა (71%) და მალდივებში (64%), ხოლო ყველაზე დაბალი ცვლილებები კი - ზიმბაბუეში (-23%), ლიბანსა (-20%) და ჰაიტში (-5%).

            2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ვალის წილის (მშპ-ში) ზრდა განპირობებულია პანდემიის ზეგავლენით. ეკონომიკური კრიზისის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების ზრდის გამო საქართველოსთვის უფრო დიდი მოცულობის ვალის აღება გახდა საჭირო, ვიდრე გეგმავდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, მაშინ აღებული სახელმწიფოს ვალის გამოყენება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის განმავლობაშიც, რადგან ჯანდაცვის ხარჯები ბევრად უფრო ნაკლები იქნება. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამყარებას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...