03:32 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

სიახლეები

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე
       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში ვარდნა განიცადა თუმცა მას შემდეგ საგრძნობლად მოიმატა. 2020 წლის იანვრიდან დღემდე ერთი უნცია ოქროს ფასი 10%-ით გაიზარდა და დღევანდელი მდგომარეობით $1685-ს შეადგენს. ბარელი ნავთობის ფასმა კოლაფსი განიცადა 2020 წლის მარტის თვეში როდესაც იგი $28-მდე დაეცა, თუმცა მას შემდეგ ფასმა ზრდა დაიწყო და დღევანდელი მდგომარეობით იგი $63.5-ს შეადგენს. ყველაზე მეტი, 700%-იანი ზრდა 2020 წლის იანვრიდან დღემდე კრიპტოვალუტების მეფემ ბიტკოინმა განიცადა, რომელიც $7,180-დან $58,735-მდე გაიზარდა. ნასდაქის საფონდო ბირჟის ინდექსი 2020 წლის შუა მარტიდან 2021 წლის მარტის ბოლომდე პერიოდში კი 91%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ საფონდო ბაზარზე აქტივების 2020 წლის 15 მარტს დაბანდების შემთხვევაში აქტივის ღირებულება საშუალოდ თითქმის გაორმაგდებოდა.  
 
       ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე და საფონდო ბირჟებზე ფასების ასეთი მატება ძირითადად დაკავშირებულია ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის უპრეცენდენტო შერბილებით. აგრეთვე ეკონომიკური აქტივობის მალე აღდგენის მოლოდინით, რაც ვაქცინების რეკორდულ დროში შექმნით წარმოიშვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...

სახელმწიფო ვალი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

19 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოს მთლიანი ვალის წილის (მშპ-ში) ცვლილება 2019 და 2020 წლებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს...