07:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?
კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

სიახლეები

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაი 2021კვირის გრაფიკი
       საქართველო ბოლო 10 წლის თავდაცვის ხარჯებით ერთ სულ მოსახლეზე 73-ე არის მსოფლიო ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუსი მონაცემებით, საქართველოს თავდაცვაში 2011-2020 წლებში ჯამში დახარჯა 851 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ამავე დროს 2019 წლის მდგომარეობით მოქმედი ჯარის წილი მოსახლეობაში 0.6%-ს შეადგენდა. საქართველოს თავდაცვის ხარჯების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიო ქვეყნების იმავე მაჩვენებლების საშუალოზე (2526 აშშ დოლარი) დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია.
 
       ყველაზე მაღალი ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე არის აშშ-ში ($22,371, 0.4%), ისრაელში ($20,553, 1.9%), საუდის არაბეთში ($19,902, 1.4%), სინგაპურსა ($17,130, 0.9%) და ქუვეითში ($15,576, 0.4%). აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჯარის წილით მოსახლეობაში ისრაელი არის მსოფლიოში პირველი. ისრაელი იმ ქვეყნებს ეკუთვნის, სადაც სამხედრო სამსახური სავალდებულოა ორივე სქესის ადამიანისთვის. გარდა მძიმე ტექნიკისა, ისრაელი განსაკუთრებით დიდ ინვესტიციებს აკეთებს ჭკვიანი ალგორითმების შექმნაში. მაგალითად, პალესტინასთან მიმდინარე ომში ე.წ. რკინის გუმბათმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ ალგორითმს წარმოადგენს, შეძლო პალესტინის ტერიტორიიდან გამოტყორცნილი რაკეტების 90%-ის განეიტრალება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი