21:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში
თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

სიახლეები

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაი 2021კვირის გრაფიკი
       ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნეგატიურმა სიახლეებმა ბიტკოინის ფასის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. Coindesk-ის მონაცემებით ბიტკოინის 22 მაისის დახურვის ფასი $36,921-ი იყო, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ არსებულ მაჩვენებელზე ($63,346) დაახლოებით 41%-ით ნაკლებია. ფასის ამგვარმა ცვლილებამ დიდი ზარალი მიაყენა იმ ინვესტორებს ვისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტოვალუტებში იყო განთავსებული.
 
       აღნიშნულ გაუფასურებას საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე მიზეზმა. 12 მაისს კომპანია ტესლას დამფუძნებელმა ილონ მასკმა გააკეთა განცხადება რომ მისი კომპანიის მიერ წარმოებული ელექტროავტომობილების შესყიდვები ბიტკოინით შეჩერებულია გარემოსდაცვითი მოსაზრებებიდან გამომდინარე. კერძოდ, კრიპტოვალუტის მაინინგის დროს კომპიუტერები დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, რაც იწვევს ნახშიროჟანგის დონის ზრდას მსოფლიოში. მასკის განცხადების გამო იმავე დღეს 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა გაიყიდა, ხოლო ბიტკოინის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონიდან 650 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. მასკის განცხადების გარდა გარდა ჩინეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო კომპანიებს კრიპტოვალუტით მომსახურეობების მიწოდება. ამასთანავე გააფრთხილა ინვესტორები სპეკულაციური კრიპტოვაჭრობის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...