სიახლეები

საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარიანობის გათვალისწინებით) $13,596-ია, ხოლო საერთო ინფრასტრუქტურის ხარისხის ინდექსი 3.92-ია. აღნიშნული ინდექსი გამოითვლება მოსახლეობის გამოკითხვის მეშვეობით და მერყეობს 1-დან 7 ქულამდე. გამოკითხვისას ფასდება თუ როგორი აღქმა აქვს მოსახლეობას გზების, რკინიგზის, ნავსადგურების, ენერგომომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურის ხარისხზე. შეფასება 1-იანი ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა უკიდურესად განუვითარებელია, ხოლო 7-იანი კი - განვითარებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი.
აღსანიშნავია რომ ინფრასტრუქტურის ხარისხის მიხედვით ლიდერობენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა: შვეიცარია (7 ანუ მაქსიმალური შეფასება), ლუქსემბურგი (6), სინგაპური (6). მეორეს მხრივ ყველაზე დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურა აქვთ ბურუნდიში (2), მალავსა (2) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში (2).
მსგავსი სიახლეები

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...