06:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

სიახლეები

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმა Culture Trip ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია დაიწყო

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად ახალი მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. კამპანიის  ფარგლებში მსოფლიოში პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა Culture Trip  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პირველი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - “საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ.“

კამპანიის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა სხვადასხვა მიმართულებით. სათავგადასავლო, აგრო და ეკო ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია -  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  მეტი ვიზიტორის  მოზიდვას.

 ტურისტების  რაოდენობის გაზრდის მიზნით, აქტიური კამპანია იგეგმება მიზნობრივ ქვეყნებში, კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთსა და დუბაის გაერთიანებულ საემიროებში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურ პლატფორმა Cultur Trip-ზე სამიზნე აუდიტორიისთვის სხვადასხვა  ინფორმაციული აქტივობების განხორციელებაც.

 „ბევრისთვის საქართველო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და მისტიური ქვეყანაა, მაგრამ თუ ამ ქვეყანას ეწვევით თქვენ დაგამახსოვრდებათ საქართველოს სითბო,  სილამაზე და სტუმართმასპინძლობა.

ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა,  მაგრამ მას შეუძლია ბევრი რამ შემოგთავაზოთ, ეს არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თოვლით დაფარული მთები, მრავალფეროვანი ბუნება და გემრიელი ღვინო.“-წერს Culture Trip-ის სტატიის ავტორი და დეტალურად აღწერს საქართველოს სახელის წარმოშობას, ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას,  უძველეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ა.შ.

 

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემით გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ტყეებით, ფაუნითა და ფლორით.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული კულტურის, ენის, დამწერლობის შესახებ.

 Culture Trip-ს მთელ მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ყოველთვიურად გამოცემის სტატიებს რამდენიმე მილიონი ინტერნეტ მომხარებული ეცნობა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...