13:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით სონღულაშვილი: საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმა Culture Trip ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია დაიწყო

სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარში - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციაზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმებაში რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მრავალ დონიანი მმართველობისა და მოქალაქეთა მმართველობაში თანამონაწილეობის საკითხებს.

მაკა ბოჭორიშვილმა სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ და ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილ ნაბიჯებზე.

პროექტი ხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აშშ-ს საელჩოს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...