07:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა
დავით სონღულაშვილი: საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი: „ახალგაზრდების დასაქმების საკითხში განათლების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია“

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ზეპირი მოსმენის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ სამხარაძემ და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო წერეთელმა სამუშაო ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და არაფორმალური და პროფესიული განათლების მიმართულებებზე, ასევე სტაჟირების პროგრამასა და სამეწარმეო სწავლების საკითხებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით ახალგაზრდების დასაქმების საკითხში განათლების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობების უმრავლესობა განათლების სისტემასთან არის პირდაპირ კავშირში. მისივე განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი სამუშაო პროცესში რეკომენდაციებს მოამზადებს, რომლთა განხორციელების მონიტორინგს კომიტეტი განახორციელებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია სრულყოფილი და შესრულებადი რეკომენდაციები შევიმუშაოთ, რომელთა შესრულებაც ახალგაზრდების გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი