07:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით რეგულარული რეისები განახლდება
კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა

სიახლეები

თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს.

„შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და  მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის ყველა პროექტში  მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმა. მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია და მისი მიზანია თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის გაზრდა,  მათი შესაძლებლობების განვითარება და ბარიერების აღმოფხვრა. ამისათვის ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომელთა სისტემატურ გადამზადებას, გავაგრძელებთ ჩვენი ინფრასტრუქტურის და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას და შევქმნით ახალ სერვისებს. ჩვენი მიზანია თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქე თანაბრად აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მიაღწიოს პროგრესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი