სიახლეები

საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს (73.7) 28%-ით ჩამორჩება. საქართველო მიეკუთვნება ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს, რომლებიც საგრძნობლად არიან დაშორებული სრული დემოკრატიის ქვეყნებისგან, სადაც საშუალო მაჩვენებელი 88 არის. ზოგადად რაც უფრო მეტია ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი მით უფრო უკეთესია ქვეყნის ცხოვრების დონე, როგორც ეს გრაფიკზეა ნაჩვენები.
დემოკრატიის ინდექსი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით დგინდება. კვლევა დამყარებულია 60 კითხვაზე, რომლებსაც რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს. კითხვები ეხება შემდეგ თემებს: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ჩრდილო-დასავლურ ევროპის ქვეყნებში: ნორვეგიაში (98.1), ისლანდიასა (93.7) და შვედეთში (92.6), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (11.3), აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში (13.2) და სირიაში (14.3).
მსგავსი სიახლეები

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...