სიახლეები
კომიტეტის რეკომენდაციით, ქვემო ქართლის რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად განმეორებითი კვლევები ჩატარდება
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების (ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“) წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „RMG Copper“-ისა და შპს „RMG Gold“-ის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, რეკულტივაციის, წყლისა და ნიადაგის დაცვის შესახებ. ასევე განიხილეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საკითხი. შეხვედრაზე ისაუბრეს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეიქმნის შემდეგ დაგეგმილი და განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.
კომპანიის მიერ განხორციელებული მიწის რეკულტივაციის მასშტაბებს სანაყაროებზე, ასევე მდინარეების დაბინძურების პრევენციის ღონისძიებებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც RMG ნერგავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები გაიცა კომპანიის საწარმოო და მომიჯნავე ტერიტორიებზე ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და შესწავლის მიზნით განმეორებითი კვლევების ჩატარების თაობაზე.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2021პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

6 აგვ 2021პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...